წალენჯიხაში კინოთეატრის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

რეგიონალური პროექტების განვითარების ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კინოთეატრის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “თელა” ასრულებს. კინოთეატრის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 773. 494 ლარს შეადგენს. ამჟამად ადგილზე ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ერთწლიანია და თეატრის თანამეგროვე სტანდარტების დონეზე სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია 25-მდე ადგილობრივი პირი.

სხვა ახალი ამბები: