წალენჯიხაში მერიის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

0

წალენჯიხაში გამთენიისას ხანძარი გაუჩნდა მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ შენობას. აღნიშნული შენობა რესტავრაციის პროცესში იყო. შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლობები.

შენობის სახურავი და მე-3 სართული მთლიანად განადგურებულია. ცეცხლის ლოკალიზებაში აქტიურად ჩაერთო სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყველა სახანძრო – სამაშველო სამსახური. რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა პირველ და მეორე სართულებზე ხანძრის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და ყველა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ პოლიციაში საქმე აღიძრა და მიმდინარეობს საგამომძიებლო მოქმედებები.

წალენჯიხის მერიის შენობის დიდი ნაწილი გაჩენილი ხანძრისგან განადგურებულია.

სხვა ახალი ამბები: