წალენჯიხაში საბავშვო ბაღების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ მაზანდარასა და ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ჯგალისა და მაზანდარას საბავშვო ბაღის მშენებლობები სრულდება თანამედროვე სტანდარტების დონეზე.
მოეწყობა წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები, პანდუსები.

ორივე იქნება-ერთჯგუფიანი, ერთ სართულიანი ევროპული სტანდარტების დონის შენობა.

მაზანდარას საბავშვო ბაღი გათვლილია 25-აღსაზრდელზე. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქმშენსერვისი“, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს-284 800 ლარს.

ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ენკი.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიქავასა და ჯგალში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 773 500 ლარი იხარჯება.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.