წალენჯიხაში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა

0

2016 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით სამი ახალი თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი აშენდა. მუჟავას, ქალაქ წალენჯიხის #3 და საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბნის საბავშვო ბაღი.

წლების მანძილზე ნაგურუში ბაღი საერთოდ არ არსებობდა, აქედან გამომდინარე პატარებს შორი მანძილის გავლა უწევდათ,რაც მოსახლეობის გულისწყრომას იწვევდა. დღეს კი ნაგურუში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღია, რომელიც 40 ბავშვზეა გათვლილი. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა-300 000, რომელიც გამოყოფილიქნა ცენტრალური ბიუჯეტიდან.

აღნიშნულ ბაღისთვის შეძენილია ახალი ავეჯი და თანამედროვე სტანდარტების დონეზე გათვლილი ტექნიკა, რომელიც დაფინანსდა ბიზნესმენ შოთა ჯანჯღავას მიერ. საბავშვო ბაღში შემოდგომის ზეიმი გაიმართა. შემოდგომის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აღსაზრდელების მშობლები და აღმზრდელები.

სხვა ახალი ამბები: