წალენჯიხაში სანიაღვრე არხისა და ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მეუნარგიას ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ლეგია, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 14 900 ლარს. სამუშაოებზე დასაქმებულია ათამდე ადგილობრივი მუშახელი.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლუკავამ.