წალენჯიხაში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

0

ქალაქ წალენჯიხაში ფიფიას, ტაბიძის, დადიანის, წურწუმიას, ხობელიას, სამეგრელოას და მარჯვენა სანაპიროს ქუჩების ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები იწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხობელიასა და ტაბიძის ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თემურ ღვინჯილიამ დაათვალიერეს. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გზამშენგრუპი”. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს- 58.9139 ლარს.

პროექტი სრულდება რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდის მიერ. სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

სხვა ახალი ამბები: