წალენჯიხაში სტიქიის გამო შექმნილ საგანგებო შტაბს სამეგრელოს გუბერნატორი ხელმძღვანელობს

0

სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, როელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. საგანგებო შტაბის სხდომაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუბერნატორს არსებული ვითარება გააცნეს. წალენჯიხაში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლეი სპეცაილური კომისია.

საგანგებო შტაბის სხდომას გუბერნატორის მოადგილე, წალენჯიხის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარი ადმინისტრაციული ერთულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტიქიამ ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია 30 ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში.

ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნო. ლევან შონიას, განცხადებით აღდგენითი სამუშაობი დღესვე დაიწყება.

ამ დროისთვის გზები დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდა, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში. დღესვე მოხდება დაზიანეული სახურავების დაროებითი გადახურვ, დილიდან კი აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. სამუშაობში ადგილობრივ მინიციპალიტეტთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგანგებო სიტუაციების სამსახური.

სხვა ახალი ამბები: