წალენჯიხაში სტიქიის შედეგებს სპეციალური კომისია სწავლობს

0

ძლიერი წვიმების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას.

ლიაში რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაეტბორა . შიდა გზები ჩამოირეცხა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამოშლილია ხიდბოგირები.

საჩინოში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩამოწვა მეწყერი. ქალღალში კი მეწყერმა სოფლის შიდა გზა დააზიანა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილებზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, გამგებლის მოადგილე სევერიანე შეროზია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.
გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები და მუშაობს ზარალის დამთველი სპეციალური კომისია.

სხვა ახალი ამბები: