წალენჯიხაში ტყეში 19 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის სანადიროდ იყო წასული. გარდაცვლილს ჭრილობა თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული.

ერთ-ერთი ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.