წალენჯიხაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი საზეიმოდ იკურთხა

0

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დღეს წალენჯიხაში ( მაზანდარას უბანში) წმინდა ნინოს ტაძარი აკურთხა  და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღავლინა.

ახლადნაკურთხი ტაძრის წინამძღვრად მეუფე გერასიმემ მღვდელი სერაფიმე (ზარქუა) აკურთხა. ტაძრის მშენებლობა წალენჯიხაში ბიზნესმენ გელა ქარდავას ოჯახს ეკუთვნის. ტაძრის მშენებლობა 5 წელი გაგრძელდა. მოწყობილია ეზო, სამრეკლო, სატრაპეზო. მოიხატა ძირითადი ტაძარი. ამიერიდან ამ ტაძარში ყველა საეკლესიო დღესასწაულზე ზარები მრევლს წირვა-ლოცვაზე მოუხმობს.

სხვა ახალი ამბები: