წალენჯიხაში უფასო-სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, 2 აპრილს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის წარმომადგენლები.

ლიგის დამფუძნებელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია ბაზერაშვილი, მისი ინიციატივით, ქ.წალენჯიხის კლინიკურ- დიაგნოსტიკურ ცენტრში (ცენტრალური აფთიაქის შენობაში) ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა.

გამოკვლევები ჩატრდა შემდეგი დაავადებების მიხედვით:
ალერგოლოგია-ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგოზები.
კომპიუტერული სპირომეტრია.

პულმონოლოგია -ფილტვის სხვადასხვა დაავადებები, ხველა, პულმონოლოგია, პტიზიატრია.
დერმატოლოგია-კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა ელექტროკოაგულაციური მეთოდით.
გასტროენტეოროლოგია-კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა გასტროენტეოროლოგიური დაავადებები.

თერაპია.
კარდიოლოგია.
ნერვოპათოლოგია.
ენდოკრინოლოგია.
პედიატრია.
მიღება დაიწყო დილის 10.00 საათიდან და გაგრძელდა ღამის 20.00 საათამდე. გამოკვლეულიქნა 250-მდე პაციენტი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მადლობას უცხადებს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისათვის.