წალენჯიხაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება

0

მეორე დღეა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. თბილისიდან ჩამოსული წამყვანი კლინიკების ექიმთა ჯგუფი მოქალაქეებს ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევებს უტარებენ.

17 სექტემბერს ექიმთა ჯგუფი ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა, დღეს 18 სექტემბერს კი დილის 11 საათიდან გამოკვლევები მიმდინარეობს წალენჯიხის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრი”ლასტანის” შენობაში.

მოქალაქეებს ემსახურებიან ოჯახის ექიმები,კარდიოლოგები,ნევროლოგები,  ენდოკრინოლოგები, ოფთალმოლოგები, გინეკოლოგები, ქირურგები, ოტოლარინგოლოგები, დერმატოლოგები. გამოიყენება ეკგ და ექოკარდიოსკოპია.

გამოკვლევების მიმდინარეობას აკვირდებოდა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნისტრი ქეთევან ბაკარაძე.

სხვა ახალი ამბები: