წალენჯიხის ახალი გამგებელი უფლებამოსილების შესრულებას 11 დღეში შეუდგება

0

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ბესიკ ფარცვანიას როგორც საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყვიტა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში #68 წალენჯიხის საოლქო-საარჩევნო კომისიის 2016 წლის 18 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლად არჩეულ იქნა საკრებულოს წევრი ბესიკ ფარცვანია.

საქართველოს ორგანული კიანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 42-ე მუხლის „ი“ პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. ამის გათვალისწინების საფუძველზე, ბესიკ ფარცვანიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება უწყდება 2016 წლის 19 ოქტომბრიდან.

საქართველოს ორგანული კანონის „ საარჩევნო კოდექსის“ 135-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამგებლის უფლებამოსილება იწყება შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

სხვა ახალი ამბები: