წალენჯიხის გამგეობა მარტოხელა ვალერი გავაიანეცზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება

0

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქ ჯვარში ადგილობრივი მკვიდრი 62 წლის მარტოხელა ვალერი გავაიანეცი შესაძლოა გაიყინოს სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახემ smo news-ს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს სამსახურში განუცხადეს. სამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე ბელქანიას განცხადებით ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც ასევე მიზანმიმართულად ვრცელდება.

“ეს ადამიანი არ ირჩენს თავს სხვადასხვა სამუშაოთი, არამედ დასაქმებულიც არის ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში და მას ყოველთვიურად ეძლევა ხელფასი 300 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მას ამ დროისთვის ჩართული აქვს ელექტროენერგია და მინდა გითხრათ, რომ არ იყინება”-აცხადებს ეკატერინე ბელქანია და იქვე დასძენს, რომ სოციალური დახმარება მას დანიშნული ყოველთვიური ხელფასის გამო მოეხსნა.

“ის იყო სოციალურად დაუცველი და სახელმწიფო მას ყოველთვიურად განსაზღვრულ თანხას უხდიდა, თუმცა როგორც კი დასაქმდა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრში, მას ეს დახმარება რა თქმა უნდა მოეხსნა. კიდევ გიმეორებთ, რომ მას აქვს ხელფასი 300 ლარის ოდენობით, რომელსაც ყოველთვიურად იღებს. სამწუხაროა, რომ მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას ცალმხრივად”- აღნიშნა ეკატერინე ბელქანიამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: ” ჯვარში 62 წლის მარტოხელა მოხუცი შესაძლოა გაიყინოს, ეროვნებით უკრაინელი ვალერა გავიანეცს გუშინ ელ.ენერგია გამოურთეს.მოხუცი თავს სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენს,თუმცა ამბობს, რომ ზოგჯერ შესრულებული სამუშაოს საფასურსაც არ უხდიან. გავიანეცი მთელ დღეებს ქუჩაში ატარებს, ფართი, სადაც ის ცხოვრობს, ფაქტიურად საცხოვრებლად უვარგისია. ვალერა გავიანეცს ერთი თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, მისი თქმით, დახმარების მოხსნის მიზეზი უცნობია”

აღნიშნული ინფორმაცის ინტერნეტგამომცემლობა ODISHI NEWS-მა დღეს გაავრცელა.

სხვა ახალი ამბები: