წალენჯიხის მერი მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები დაასახელა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას ამცნო, რომ უახლოეს დღეებში დაიდება ტენდერი მუჟავას გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. რომელიც დაფინანსდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ.

ბესიკ ფარცვანიამ ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. როგორც მან აღნიშნა, ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეყოლება შესაბამისი სპეც-ტექნიკა , რომლიც შევა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში და დაიწყება მასიური შეწამვლა.