წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია სოფელ მიქავას მოსახლეობას შეხვდა

0

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია დღეს, მიქავას ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი , კახა ჯოლოხავა წარუდგინა.

კანდიდატი მოსახლეობას განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. რომლის მიხედვითაც დასრულდება წალენჯიხა-მიქავას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია , ლეჯოლოხეს უბანში დაიწყება სასმელი წყლის მომარაგების სამუშაოები, შიდა საუბნო გზებზე ჩატარდება მოხრეშვითი სამუშაოები, მოეწყობა ცხაურები და სანიაღვრე არხები, მოეწყობა გაბიონები, დასრულდება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და სხვა.

მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობის საკითხები დაასახელა.

სხვა ახალი ამბები: