წალენჯიხის მოსახლეობა აგვისტოდან ახალი წყალმომარაგების ქსელით ისარგებლებს

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის, საჩინოს, ლიის და სამიქაოს უბნის მოსახლეობა, აგვისტოდან ახალი წყალმომარაგების ქსელით ისარგებლებს.

პროექტი რეგიონალური პროექტების ფონდის და წალენჯიხის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 153 900 ლარია.

სამუშაოებზე  დასაქმებულია  20 ადგილობრივი.

2013  წლიდან დღემდე  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  სასმელი  წყლის  სისტემების  რეაბილიტაციის შედეგად წყალმომარაგებით 1 750 ოჯახი სარგებლობს.

სხვა ახალი ამბები: