წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, თვალის მიკროქირურგიის, ჯავრიშვილის კლინიკა – ” ოფთალმიჯის ” ექიმ-ოფთალმოლოგები უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.

დილის 11 საათიდან მოქალაქეებს ჩაუტარდათ სრული გამოკვლევა თვალზე. აქვე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, რომელიც გაესაუბრა კლინიკის ექიმებს და პაციენტებს.

ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, მსგავსი სახის აქცია კვლავაც გაგრძელდება და მოიცავს ყველა სოფელს.