წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ტყის მასივი იწვის (ფოტო)

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ხანძარი გაუჩნდა ტყის მასივს, ეკალ-ბარდებსა და თხილნარს. ცეცხლი მოედო 80 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს. ცეცხლის კერების გაშლას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო -სამაშველო ბრიგადა. ამ დროისათვის კერები ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა.

სხვა ახალი ამბები: