“წარმოაჩინე შენი სოფელი”-ზუგდიდის გამგეობა ფოტოკონკურსს აცხადებს

0

კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს. Facebook – ის კონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება. 1, 2 და 3 ადგილები like -ების რაოდენობა; აგრეთვე ცალკე გამოვლინდება ჟიურის რჩეული.

კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება თავისუფალია. საკონკურსოდ გამოგზავნილ ფოტოს თან უნდა ახლდეს სოფლის სახელწოდება და მოკლე აღწერა. საკონკურსო ფოტოსთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი სახელი, გვარი: ასაკი: საკონტაქტო ტელეფონი: [კონკურსანტის პირადი ინფორმაცია, გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ ფოტოკონკურსში დასაკონტაქტებლად].

ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც. ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის.

პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან.

საკონკურსო ფოტომასალები მიიღება 20 – დან 3 ივლისის ჩათვლით. შემდეგ ელ. მისამართზე: gzugdidi@gmail.com; საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას მიუთითეთ სოფლის სახელწოდება და მოკლე აღწერა.

საკონკურსოდ შერჩეული ფოტოების გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ზუგდიდის-მუნიციპალიტეტი-Zugdidi-Municipality დაიწყება მიმდინარე წლის 5 ივლისიდან და მოწონების (like) პროცესი 25 ივლისს დასრულდება.

გამარჯვებულს შეარჩევს სპეციალური ჟიური, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფისგან, არასამთავრობო ორგანიზაციისგან და საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული.

გამარჯვებულის ვინაობა 2017 წლის 28 ივლისს გამოვლინდება.
გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მიიღებენ:
I ადგილი – ფოტოაპარატი
II ადგილი – პლანშეტი
III ადგილი – მობილური ტელეფონი
ჟიურის რჩეულს გადაეცემა სპეციალური საჩუქარი

სხვა ახალი ამბები: