წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მოადგილე მაიზერ ნანავასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიასთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი განსახორციელებელ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მერს ევროკავშირის მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტზე მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტი, რომელიც სენაკსა და ზუგდიდში განხორციელდება, ახალგაზრდებზე, მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

ლაშა გოგია აღნიშნული პროექტით დაინტერესდა და მომავალ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა.