წყალდიდობამ და ძლიერმა ქარმა წალენჯიხის რაიონი დააზარალა

0

stiqiaწუხელ გვიან ღამით მოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა და ნიაღვარმა წალენჯიხის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ჭალეში, მუჟავაში, ფახულანსა და ლიაში წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლების პირველი სართული დაფარა. დაიხოცა შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვდა.

ამ დროისთვის წალენჯიხის რაიონში არ წვიმს თუმცა სტიქიისგან მიყენებული ზარალი დიდია. ზარალს ადგილობრივი ხელისუფლება ითვლის. სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეცტექნიკა.

”უკვე მესამეჯერ დაგვატყდა თავს ეს უბედურება. წვიმასთან ერთად წალენჯიხის რაიონს ქარბორბალამაც გადაუარა. საცხოვრებელი სახლების ნახევარზე მეტს სოფელ ლიაში სახურავი გადახადა. დღეს რომ იწვიმოს კიდევ, ჩათვალეთ რომ სახლი თავზე დაგვემხობა”-აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა.

ამ დროისთვის წალენჯიხაში არ წვიმს, თუმცა მეტეოროლოგების პროგნოზით დღის განმავლობაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

 

სხვა ახალი ამბები: