წყლის ინფრასტრუქტურული პროექტები ზუგდიდისა და ანაკლიაში

0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდისა და ანაკლიის მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

შეხვედრისას, კომპანიის ხელმძღვანელმა სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას ის მასშტაბური პროექტები წარუდგინა, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდსა და ანაკლიაში ახორციელებს. ასევე, ისაუბრა კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

გიორგი კობერიძემ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის და ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე გაამახვილა, რომლის სამუშაოებიც ამჟამად მიმდინარეობს.

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემით ანაკლიაში მცხოვრები 1100 ოჯახი და იქ ტურისტები ისარგებლებენ.

აღნიშნული პროექტები აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

 

სხვა ახალი ამბები: