წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით რეგიონში მდინარეების ნაპირები დაასუფთავეს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში  წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მდინარეების ნაპირებზე დასუფთავების აქციები მოეწყო.

მოხალისეებმა და საჯარო მოხელეებმა სხვადასხვა ლოკაციებზე მდინარის სანაპიროები დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ჩაერთნენ.

დასუფთავების აქცია კამპანია “ლურჯი ნაკალდულის” ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების” ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით ჩატარდა.

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.