წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო მაგისტრალზე

0

კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე სოფელ ზედაეწერის მონაკვეთში. წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა, რის გამოც დაიტბორა გზა და რამდენიმე სახლი.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ძლიერი წვიმის დროს მუდმივად პრობლემებია გზებზე. ზედაეწერის რწმუნებულის, ირაკლი თორდიას განცხადებით სანიაღვრე არხები გასაწმენდია და მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა.

 

სხვა ახალი ამბები: