ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის უფასო პროგრამა ჩხოროწყუში

0

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა კახა შელიამ, ამავე სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განყოფილების უფროსმა გელა ვეკუამ ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

მერმა და ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი“-ს დირექტორმა ნინო ჯომიდავამ პაციენტებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

პროგრამის -,,ტუბერკულოზის, აივ ინფექცია /შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის ’’ -მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერითა და ჩართულობით, ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში.

საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაავადებით ინფიცირებულ პირთა გამოვლენას და მკურნალობას. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ტუბერკულოზის და შიდსის დიაგნოსტირებითა და მკურნალობით.

პროგრამა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მასში მონაწილეობა ამ ეტაპისთვის 758 -მა ბენეფიციარმა მიიღო.

ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს.