უცნობმა მამაკაცმა ზუგდიდში ოქროს ბირჟა გაძარცვა და პოლიციელი დაჭრა

0

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მარტო იყო და იარაღი არ ჰქონდა. მას ჰქონდა მაკიაჟი, ეხურა ქუდი, ქუდის ქვეშ კი ე.წ. ბენდენა ჰქონდა მოხვეული. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, პატრულის თანამშრომელი გაეკიდა ბოროტმოქმედს, რომელმაც ოქროს ბირჟა გაძარცვა.

მისივე თქმით, პოლიციელი ბოროტმოქმედმა დაჭრა. შსს-ს ზუგდიდის სამმართველოში პოლიციელის დაშავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის დაჭრილი არ არის. პოლიციელი ბოროტმოქმედის დევნის დროს დაშავდა. როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ , პაციენტს მუცლის არეში ზედაპირული ჭრილობა აქვს. მოხდა ჭრილობის დამუშავება.

ამჟამად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული შსს-ს ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. გამოძიება 178 მუხლით მიმდინარეობს.