უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

0

15 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე “ხობის წყლის” ადიდება გამოიწვია და ხობის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ბონდის ხიდი, მწყობრიდან გამოვიდა აკაკი შანიძის ქუჩაზე რკინიგზის გასასვლელის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი, უცვლელია მდგომარეობა ჭყონდიდელის ქუჩაზე.

არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია.
პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები.

ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.

p.s:  ეს წუთია მივიღეთ ინფორმაცია, რომ  ტ.გრანელის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახში უკვე შევარდა წყალი. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

სხვა ახალი ამბები: