უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს

0

“მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი, ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით  რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

“მარტო აჭარაში გაუქმებული (ესეიგი ამომრჩევლების მოპარული) 25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც არ არის დაკარგული შანსი. ფაქტების უკეთესი ანალიზი მოვახდინოთ და. როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ დიდი აფიორის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს.

მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინეთ აგროვებს ამ მტკიცებულებებს”,- წერს სააკაშვილი.

სხვა ახალი ამბები: