უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი კვლავ დააკავეს

0

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ კიევში უკვე მეორედ დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სააკაშვილის თანაგუნდელმა, დავით საყვარელიძემ დაპოსტა. საყვარელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში დააკავეს და ამჯამად უსაფრთხოების სამსახურში გადაჰყავთ.

სოციალურ ქსელში საყვარელიძე სააკაშვილის მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს და შესაბამის ლოკაციას უთითებს.

სხვა ახალი ამბები: