“უნიჭო ფოტომონტაჟი” – პაატა ლაგვილავა კახა მიქაიას ბრიფინგს ეხმაურება

0

“უნიჭოდ შესრულებული ფოტომონტაჟი”-ასე აფასებს დღეს “დაიცავი საქართველოს” ლიდერის, კახა მიქაიას მიერ გამოქვეყნებულ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ მანდატს, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის,ლაშა გოგიას პიარ სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ლაგვილავა. ლაგვილავა კახა მიქაიას მიერ პრესისთვის მიწოდებული მანდატის საპირწონედ სოციალურ გვერდზე ფოტო კოლაჟს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიქაიას მიერ გამოქვეყნებული მანდატი ყალბია.

“ფოტო, რომელიც გაყალბებული დოკუმეტისთვისაა გამოყენებული გადაღებულია 2016 წლის 25 ნოემბერს! შეადარეთ ფოტოები, ლაშა გოგია ასეთი ვერანაირად ვერ იქნებოდა 2006-2007 წლებში

ეს მოწმობა თუნდაც, რომ გაცემულიყო 2016 წელს, ვერ იქნებოდა
ეს სურათი რადგან ფოტოს გადაღება მოხდა 2016 წლის ნოემბერში. ამ ფოტოშოპს კი ვადა გასდიოდა 2016 წლის დეკემბერში და გაცემის თარიღად მითითებული აქვს 2013 წლის თებერვალი.

უნიჭოდ შესრულებული მონტაჟია”,-წერს სოციალურ ქსელში პაატა ლაგვილავა და შედარებისთვის ფოტოკოლაჟს აქვეყნებს.

სხვა ახალი ამბები: