“უფრო ახლოს ხალხთან”-ზუგდიდის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ხალხთან შეხვედრებს განაგრძობს

0

“უფრო ახლოს ხალხთან”- პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ერგეტას ადმინისტრაციულ ერთეულში ერგეტას, ცვანესა და ორულუს მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. შეხვედრაზე ძირითადად შიდა საუბნო გზების, ელექტრო ბოძებისა და თხილის მავნებელი მწერების პრობლემა დასახელდა. რამდენიმე მოქალაქემ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების, ჯანდაცვის და მიწაზე საკუთრების საკითხებზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა და მათგან პრობლემის მოგვარების გზები მოისმინა.

როგორც გამგებელმა მოქალაქეებს განუმარტა, თხილის მავნებელი მწერების პრობლემა მალე მოგვარდება. მოსახლეობას შესაწამლი პრეპარატები უფასოდ დაურიგდება, შეწამვლის პროცესი კი მაისიდან დაიწყება. რაც შეეხება ორულუს ელექტრო ბოძების საკითხს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს, მიმდინარე წელს მთლიანად გამოიცვლება.
დასახელდა საბავშვო ბაღის პრობლემაც. ორულუს საბავშვო ბაღს საკმარისი ფართის არქონის გამო დამატებითი ჯგუფის მიღებას ვერ ახერხებს. გამგებელი აღნიშნული საკითხის შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გაგზავნის და პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელებს.

ერთ-ერთ საკითხად მოსახლეობამ ორულუ-კიროვი-დარჩელის დამაკავშირებელი გზის პრობლემა დაასახელა. ლაშა გოგიამ ადგილობრივებს განუმარტა, რომ აღნიშნული გზის პროექტირებაზე გაშვება უკვე იგეგმება და მიმდინარე წელს რეაბილიტაციის პირველი ეტაპის განხორციელება შესაძლებელი გახდება.

რამდენიმე მოქალაქემ კი გამგებელს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების თხოვნით მიმართა. ეს ოჯახები გამგეობის სპეციალურ კომისიას სახლის მშენებლობაზე განცხადებით მიმართავენ. მათ საკითხს კომისია განიხილავს.

სხვა ახალი ამბები: