“უფრო ახლოს ხალხთან”- ზუგდიდის გამგებელი რიყეს მოსახლეობას შეხვდა

0

პროექტის ,,უფროს ახლოს ხალხთან“-ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, რიყეს მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მოსახლეობამ ძირითად საკითხად სანიაღვრეების, გარე განათების, შიდა გზებისა და ამბულატორიის პრობლემა დაასახელა.

ლაშა გოგიამ შესაბამის სამსახურებს საკითხის შესწავლა და პრობლემის მოგვარება დაავალა.
,,უფრო ახლოს ხალხთან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას ახალი ინიციატივაა, რომელიც მიმდინარე წელს დამკვიდრდა.

სხვა ახალი ამბები: