“უფრო ახლოს ხალხთან”- ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს

0

“უფრო ახლოს ხალხთან”- პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში ჩხორიას, ჭკადუაშის, ტყაიასა და ზედაეწერის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. შეხვედრაზე ძირითადად სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვისა და გზების პრობლემა დასახელდა. რამდენიმე მოქალაქემ წყალმომარაგებისა და გარე განათების პრობლემაზე ისაუბრა.

გამგებელი აღნიშნული საკითხის შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გაგზავნის და პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელებს. ერთ-ერთ საკითხად მოსახლეობამ ჩხორიის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზის პრობლემა დაასახელა, რაზეც ლაშა გოგიამ განუმარტა, რომ აღნიშნული გზის პროექტირებაზე გაშვება უკვე იგეგმება და მიმდინარე წელს რეაბილიტაციის პირველი ეტაპის განხორციელება შესაძლებელი გახდება. ასევე, მოქალაქებმა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებისა და ჯანდაცვის საკითხებზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს მიმართეს და მათგან პრობლემის მოგვარების გზები მოისმინეს.

აღნიშნული ოჯახები გამგეობის სპეციალურ კომისიას სახლის მშენებლობაზე განცხადებით მიმართავენ. მათ საკითხს კომისია განიხილავს. გამგებელმა მოქალაქეებს გააცნო ახალი ინიციატივა “ერთი თბილი ოთახი”, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: