უშგულში წვიმიანმა ამინდმა კოშკი ჩამოანგრია

0

უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მესტიის გამგებელის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით კოშკის ჩამონგრევის მიზეზი სვანეთში ბოლო დღეებში წვიმიანი ამინდი გახდა. მისივე ინფორმაციით, დანგრეულია კოშკზე მიდგმული სახლიც. ნგრევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„21 დღე თითქმის ყოველდღე წვიმს. წვიმამ ალბათ კედლებში გაჟონა და მოხდა სამწუხარო ფაქტი. ერთი კოშკი დაინგრა.კოშკის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა, დაინგრა კოშკზე მიმდგარი სახლი“,- განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

მესტიის გამგებლის ინფორმაციით, სვანეთში 150-მდე კოშკი სავალალო მდგომარეობაშია.

სხვა ახალი ამბები: