ვახტანგ ცხადაია – ძალიან მინდა ამ ქალაქში დადიოდნენ გაღიმებული და ბედნიერი ადამიანები

0

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ცხადაია შეხვდა ქალაქის #9 საარჩევნო უბნის ამომრჩევლებს და განაცხადა , რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უპირველესად აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებებისა , რომელიც გააუმჯობესებს ადამიანების ყოფა-ცხოვრებას.

“ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა , მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ზუგდიდი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ვიცით ერთმანეთის სატკივარი. ძალიან მინდა ამ ქალაქში დადიოდნენ გაღიმებული და ბედნიერი ადამიანები. ამისათვის მე ყველაფერს გავაკეთებ”.

წინასაარჩევნო შეხვედრაზე დავით დგებუაძემ განაცხადა , რომ პოლიტიკური გაერთიანება პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის გააუქმებს დღეს არსებულ სპორტის სამინისტროს და შექმნის ფონდს, რომელიც მხარს დააუჭერს ახალგაზრდების საინტერესო ინიციატივებს. ასევე მოსაგვარებელია სტუდენტების დაფინანსება . აუცილებელია უნივერსიტეტებმა შიდა რეიტინგებით გამოავლინონ ის სტუდენტები , რომლებთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და გაუზარდონ დაფინანსება .

მარიამ მაქაცარიას თქმით, მოსაგვარებელია სოციალური საკითხები კერძოდ , დღეისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი საჭიროებს სოციალურ დახმარებას და პოლიტიკური გაერთიანება პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათ ეს დახმარება მომდევნო 4 წელი არ შეუწყდებათ .

“ბატონმა პაატა ბურჭულაძემ თავის ირგვლივ შემოიკრიბა განათლებული და ინოვაციური იდეების განმახორციელებელი გუნდი. პარტიას მზად აქვს საპარლამენტო საკანონმდებლო ინიციატივა ,რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო და საბაჟო კოდექსების შეცვლას , რაც უდაოდ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას”-განაცხადა ლაშა მორგოშიამ.

სხვა ახალი ამბები: