ვალის დაბრუნების მოთხოვნით ზუგდიდში ბავშვი გაიტაცეს

0

ზუგდიდში, ცოლ-ქმარმა ვასიკო ახალაიამ და ემა კვირტიამ ქალს, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა, შვილი წაართვეს და დაემუქრნენ, რომ სანამ ვალს არ დააბრუნებდა, შვილს არ ანახებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 144-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღვეთას 7 დან 11 წლამდე ითვალისწინებს.

საქმეში ბრალდებული ვასიკო ახალაია და ემა კვირტია სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.