ვინ დაიკავებს სამეგრელოში საპატრულო პოლიციის უფროსის ვაკანტურ სავარძელს?

0

სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსად ამ დროისთვის ნიკოლოზ (კოკა) გადელიას კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ SMO NEWS-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. წყაროს ცნობით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გადელიას კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.

ცნობისათვის, ნიკოლოზ (კოკა) გადელია ამ დრომდე წალკის მუნიციპალიტეტში კრიმინალური პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით მჟავიამ თანამდებობა დატოვა. დავით მჟავია დღეს გორის საპატრულო უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

სხვა ახალი ამბები: