ვინ ემიჯნება დამარცხებულ პარტიას ზუგდიდში? – რა განცხადებებს აკეთებენ “რესპუბლიკურ პარტიაში”?

1

“რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის ორგანიზაციაში 2009 წელს გაწევრიანებული ჯანდრი ნაყოფია, დღეს ამავე პარტიის წინააღმდეგ გამოდის. ნაყოფიას განცხადებით “აზრი არ აქვს: ბზეჟინსკის დონის პოლიტიკოსი და სახაროვის დონის დისიდენტიც რომ იყოს, რეგიონში არავის არ აინტერესებს, მით უმეტეს “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილ და ამჯამინდელ ხელმღვანელობას”.

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი smo news-სთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პარტიის რეგიონალური ორგანიზაცია ძალიან სუსტია. ჯანდრი ნაყოფია ხათუნა სამნიძეს და დავით უსუფაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართავს:

“ჩაგეხედათ რეგიონების პარტიული წევრების პირად ანკეტებში, იქნებ აღმოგეჩინათ განათლებულიც, პროფესორიც, პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილების მქონე, დასავლური ღირებულების პატივისმცემელი, ცნობადი და ადგილობრივე მოსახლეობაში ავტორიტეტის მქონე პიროვნება. მე თვითონ ვაკეტებ იმ დასკვნას, რომ თქვენთვის ერთია რეგიონში როგორი   მაღალი ინტელექტის მქონე  ადამიანიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურ კარიერას, წინსვლას ვერ ეღირსება. ასე ტუ გააგრძელებთ რეგიონებში, თქვენს პარტიაში დარჩება უთავმოყვარეო, დაბალი ინტელექტის მქონე, სამეზობლოშიც რომ არ იცნობენ ისეთი პიროვნებები, რეტროგრადები და კონფორმისტები”-აღნიშნავს “რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრი ჯანდრი ნაყოფია და იქვე დასძენს:

“მიხედეთ განათლებულ და პატრიოტ პარტიის წევრებს ქალბატონო ხათუნა. მარტო 15-50-მდე ინტელექტუალით ფონს ვერ გახვალთ. ჩემნაირი პიროვნება კი არ დაიკარგავს თავს ქართულ პოლიტიკურ პოლიგონზე”-აცხადებს ჯანდრი ნაყოფია.

ნაყოფიას განცხადებებზე კომენტარს აკეთებს “რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა და აცხადებს, რომ ჯანდრი ნაყოფიამ დატოვა პარტია, თუმცა ის პარტიისთვის არანაირ ღირებულებას არც მანამდე წარმოადგენდა. თოდუას განცხადებით, ჯანდრი ნაყოფია ამ ნაბიჯით რეიტინგს იმაღლებს რომელიმე ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომ იქნებ ვინმემ რამე შესთავაზოს სანაცვლოდ.

“ჯანდრი ნაყოფიამ პარტია დატოვა, თუმცა “რესპუბლიკური პარტიისთვის” წონიან ფიგურას ის არასოდეს წარმოადგენდა. მისი ხმამაღალი განცხადებები ერთი რამით არის განპირობებული. იქნებ ვინმეს მოაწონოს თავი, რომ შემდეგ რაიმე სარგო მიიღოს ხმაურის სანაცვლოდ. სკამებისთვის ვინ იბრძვის უკვე ნათელია მგონი. ამას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული დაკვირვება. ამაზე მეტ კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ”-აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

სხვა ახალი ამბები: