ვინ ლობირებს ლალი ანთიას გუბერნიიდან და ვის ასახელებს ე.წ საინფორმაციო სააგენტოს დამფინანსებლად? (აუდიო)

0

ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები მშვიდობისათვის ლიდერი და ზუგდიდის გამგებლის მოადგილის, გიზო სართანიას დედა ლალი ანთია საინფორმაციო სააგენტო smo news-ის რედაქტორს მალხაზ ბასილაიას ახალი საინფორმაციო სააგენტოს შექმნას და რედაქტორობას მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ სთავაზობდა. ანთია ბასილაიას სააგენტოს დამფინანსებლად საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრს “პატრიოტთა ალიანსიდან” ნატო ჩხეიძესა და მის მეუღლეს უსახელებს.

აუდიო ჩანაწერში (ჩანაწერი მეგრულ ენაზეა) ლალი ანთია მალხაზ ბასილაიასთან აცხადებს, რომ ნატო ჩხეიძეს მასთან შეხვედრა სურს.

“ის ან აქეთ ჩამოვა და შეგვხვდება ან ჩვენ წავიდეთ თბილისში და შევხვდეთ ოფისში. სანამდე უნდა ირბინო ასი ლარის იმედად? შენ ეს ხელისუფლება არასოდეს მოგცემს არაფერს, ის ქალი კი დიდ ფულს გვპირდება, ოღონდ ყველაფერი უნდა დადო ამ ხელისუფლების დანაშაულკებრივი ქმედებები, რაც ხდება კრიმინალური კუთხით”-ამბობს ჩანაწერში ლალი ანთია.

მეორე ჩანაწერი, რომელსაც აქვე გთავაზობთ ისევ ლალი ანთიას ეხება. ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის, გიზო სართანიას დედა, ლალი ანთია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს ასახელებს შემკვეთად, რომელსაც ეკითხება თუ რა დროს რა უნდა გააკეთოს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ლალი ანთია გარკვევით ამბობს ჩანაწერში, რომ პრესკონფერენციის მოწყობის გეგმას წინასწარ აცნობდა გუბერნიაში მომუშავე ერთ-ერთ თანამდებობის პირს.

სხვა ახალი ამბები: