ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განიხილება

0

”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განიხილება.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ დოლიძეს ევროინტეგრაციის მინისტრის თანამდებობას სთავაზობენ, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აღნიშნული სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება, მათ ფუნქციებს კი საგარეო საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და  სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია შეითავსებს.

არსებული ინფორმაციით, “თავისუფალ დემოკრატებს” ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და გია ცაგარეიშვილი დატოვებენ. პარტიიდან უკვე წავიდა ალექსი პეტრიაშვილი.

სხვა ახალი ამბები: