ვის პირდებოდა ლალი ანთია გამგებლის მოადგილეობას და რომელ ბიზნესმენს თხოვდა 100 ათას დოლარს სიჩუმის სანაცვლოდ?

0

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერის ლალი ანთიას საქმიანობაზე საინფორმაციო სააგენტო smo news მასალების გამოქვეყნებას სერიულად განაგრძობს. ადამიანი, რომელმაც კონფედენციალურობის დაცვა ითხოვა, რედაქციაში მორიგ ინტერვიუზე დაგვთანხმდა, სადაც რესპოდენტი ე.წ “არასამთავრობო ორგანიზაციის” თაღლითურ სქემებს გვაცნობს.

ამჟამად ინტერვიუ ერთი კონკრეტული საქმით დაიწყო, რომელიც მოტყუებით თანხების გამოძალვას ეხება. “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია 2012 წელს, როგორ კი ახალი მთავრობა მოვიდა ადგილობრივ თვითმმარელობებშიც და ზუგდიდის გამგებლად “ქართული ოცნების” წარმომადგენელი დაინიშნა ანთიამ თაღლითური მექანიზმები აქტიურად აამუშავა.

ანთია ერთ-ერთ რიგით ზუგდიდელს ა.ც-ს და მის ოჯახს ჰპირდებოდა, რომ ზუგდიდის გამგებლის პირველ მოადგილედ სწორედ მისი უშუალო ჩარევითა და დახმარებით დანიშნავდა.

-ლალი ანთია მთელი ექვსი თვის განმავლობაში ჰპირდებოდა კონკრეტულ ოჯახს, რომ ოჯახის უფროსს ა.ც-ს გამგებლის პირველ მოადგილედ დანიშნავდა. ეს ოჯახი დარწმუნებული იყო ანთიას გულწრფელობაში, რადგან ის გამუდმებით უმტკიცებდა, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან.

-იმის სანაცვლოდ, რომ ანთია დანიშნავდა ამ პიროვნებას გამგებლის მოადგილედ, რას ითხოვდა ოჯახისგან?

-რათქმა უნდა ფულს. ოჯახის დიასახლისი ჩემი ინფორმაციით მუშაობდა სავაჭრო ცენტრში. ყიდიდა ტანსაცმელს. ანთია სწორედ მას ავალდებულებდა მოეტანა ხან პალტო, ხანაც მოდური კაბები, რომელსაც არ იკლებდა და ეს ოჯახი ყველანაირ ხარჯდ იღებდა ოღონდაც ა.ც დაენიშნათ ზუგდიდში გამგებლის მოადგილედ.

-ლალი ანთიას გადასაწყვეტი რატომ იყო გამგეობაში ან თუნდაც სხვა რომელიმე უწყებაში კონკრეტული ადამიანების დანიშნვა?

-ის იყენებდა გავლენის სფეროებს, აშანტაჟებდა ადამიანებს და ემუქრებოდა იმით, რომ ბიძინა ივანიშვილთან საქმეს გაუფუჭებდა. სულ იმის მტკიცებაში იყო, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეხვდებოდა და ამა თუ იმ თანამდებობის პირს (მოქმედს) “გააშავებდა”. ის მანიპულირებდა ბიძინა ივანიშვილის სახელით და  სწორედე ამ სახელით აკეთებდა “შავ ფულს” ზუგდიდში.

-დაინიშნა თუ არა შემდეგ თქვენს მიერ დასახელებული პიროვნება, ვინმე ა.ც ზუგდიდის გამგებლის მოადგილედ?

-არ დანიშნეს! ეს გეგმა ლალი ანთიას ჩაუვარდა, რომლის შემდეგაც გართულებები დაიწყო ა.ც-ს ოჯახსა და ანთიას შორის. ანთიამ ის თანსაცმელი, რომელიც ქრთამის სახით მიიღო უკან გაუგზავნა ოჯახის დიასახლისს. იმასაც გეტყვით თუ ვისი მეშვეობით.

ანთიას ე.წ ოფისი ქონდა ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე. ეს იყო აწგარდაცვლილი მოქალაქის, ნუნუ სახურიას საკუთარი სახლი. ანთიამ სწორედ ეს ქალბატონი აიძულა ა.ც-ს მეუღლის მიერ მორთმეული ტანსაცმელი უკან წაეღო. ასეც მოხდა, თუმცა უკვე გაცვეთილი ტანსაცმელი ადრესატმა უკან აღარ დაიბრუნა. მეთანხმებით ალბათ, რომ ეს ყველაფერი კომედიური ჟანრის ფილმს გავს. ეს კი მცირედია იმ ფაქტებიდან, რაც ლალი ანთიას მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ჩაუდენია. იმ პერიოდში, როცა მას ჰქონდა გავლენის სფეროები არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სამეგრელოში მთლიანად.

-სწორედ ეს მინდა ახლა გკითხოთ, ლალი ანთიას მოქმედების არეალი მხოლოდ ზუგდიდი იყო თუ მის ფარგლებს გარეთაც მოქმედებდა?

-რა თქმა უნდა მის ფარგლებს გარეთაც! მაგალითად წალენჯიხაში, სენაკში.

მოდით მოგიყვებით წალენჯიხასთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას. წალენჯიხაში ანთიამ სამიზნედ ამოირჩია ხარჩილავები. ეს ქალბატონი ხშირად ეკონტაქტებოდა მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენს გულიკო ხარჩილავას. მასთან ღამის საათებში კონტაქტობდა ძირითადად სკაიპიის საშუალებით. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერებიც იმის შესახებ, თუ რა სახის საუბრები ქონდა ანთიას გულიკო ხარჩილავასთან.

მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენს ანთია გაზეთ “ასავალ-დასავალში” მისი წარსული ისტორიების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. პირდაპირ აშინებდა, რომ მას ქონდა სერიოზული მასალები იმის შესახებ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლამდე სწორედ ის აფინანსებდა.

-ბიზნესმენისგან რას ითხოვდა სიჩუმის სანაცვლოდ?

-100 ათას დოლარს. არ მეტი და არც ნაკლები!

-თქვეენ რა ინფორმაცია გაქვთ, მიიღო მან მოთხოვნილი თანხა?

-მე როგორც ვიცი მხოლოდ მცირედი.

-მაინც რამდენი?

-11 ათასი დოლარი.

-და ამაზე დაჯერდა?

-არა. მან რაღაც მოგონილი ისტორიები შეთითხნა და გაზეთში გამოაქვეყნა.

-რომელ გაზეთში?

-“ასავალ-დასავალში”

საინფორმაციო სააგენტო smo news ინტერვიუს გაგრძელებას რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ.

სხვა ახალი ამბები: