ვის წარადგენს მმართველი გუნდი პარტიული სიის “პირველებად” სამეგრელოში?

0

სამეგრელოს რეგიონში მერობის კანდიდატების შემდეგ SMO NEWS-სთვის ცნობილი ხდება ასევე მმართველი გუნდის პარტიული სიის პირველი ნომრების ვინაობაც. ის ადამიანები, რომლებიც მმართველკმა პარტიამ პირველ ნომრებად დაასახელა, გამარჯვების შემთხვევაში ავტომატურად ხდებიან ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მმართველმა გუნდმა სიის პირველ ნომრად უკვე აირჩია, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია.

ხობის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” სიის პირველ ნომრად ამ ეტაპზე ორი ადამიანი განიხილება. ესენი არიან, ედიშერ ჯობავა და ვარაზ გაბედავა.

სენაკის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდი “ქართული ოცნების” სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს, კახა რუსიას ირჩევს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება.

აბაშის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” პარტიული სიის პირველ ნომრად წარმოდგენილი იქნება, აბაშის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი მამუკა კვიტაშვილი.

წალენჯიხაში მმართველი გუნდი ისევ იმ ადამიანს ენდობა, რომელიც საკრებულოს ამ დრომდე ხელმძღვანელობს. “ქართული ოცნების” პარტიული სიის პირტველი ნომერი თემურ ღვინჯილია იქნება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის პირველ ნომრად ბესიკ ესებუა იქნება წარმოდგენილი.

ქალაქ ფოთში კი, “ქართული ოცნება”, ქალაქ ფოთის მოქმედ მერს, ირაკლი კაკულიას წარადგენს სიის პირველ ნომრად. ცნობისათვის, ირაკლი კაკულია “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა.

“ქართული ოცნება” მერობის კანდიდატებსა და სიის პირველ ნომრებს ოფიციალურად 16 სექტემბერს წარადგენს. წარდგენას საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე დაესწრებიან.

სამეგრელოს რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენა ზუგდიდში გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: