„ვისოლმა“ ზუგდიდში ახალი ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა (ვიდეო)

0

visolis-gaxsna„ვისოლმა“ ზუგდიდში, აღმაშენებლის #89-ში ახალი ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა.ავტოგასამართი სადგური სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბრენატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერმა ირაკლი გოგოხიამ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედისერ თოლორაიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ კი სტუმრებს ავტოგასამართი სადგურის   ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

ახალგახსნილ ავტოგასანართ სადგურზე კომპანია მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ავტოგაზსაც სთავაზობს და  25-მდე ადამიანია  დასაქმებული.

ახლო მომავალში  ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტიც იფუნქციონირებს,სადაც 50-მდე ადამიანი დასაქმდება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით დამატებით კომფორტს შეუქმნის.ავტოგასამართი სადგურის გახსნის ცერემონიალს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.