ვლადიმერ პუტინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას სააკაშვილს აბრალებს

0

putiiinრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის წყალობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, რამაც შემდეგ თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

პუტინმა ასევ აღნიშნა, რომ ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის მომავალი სწორედ ამ ერებზეა დამოკიდებული და რუსეთისთვის ამ მხრივ „ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღებია“. „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველომ ურთიერთობები თავად უნდა მოაგვაროს“, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
რაც შეეხება ოდესის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას, ამას პუტინმა „უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება“  და იმის დადასტურება უწოდა, რომ ეს ქვეყანა გარედან იმართება.