ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდს პრემიერი და მთავრობის წევრები სტუმრობენ

0

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები  სტუმრობენ. დილის 10 საათზე დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმიდან გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, რომლის შემდეგაც ჩატარდა მსვლელობა.

მსვლელობას მოგვიანებით საქართველოს  პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრებიც შეუერთდნენ. ამჟამად მთავრობის წარმომადგენლები, ქალაქის სტუმრები და მრევლი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში იმყოფებიან, სადაც დასვენებულია ღვთისმშობლის სამოსელი.

ცნობისათვის, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით კვირიკაშვილთან ერთად ჩამოვიდნენ: კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

სხვა ახალი ამბები: