ექსკლუზივი: ვინ გახდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ახალი გუბერნატორი?

0

სამეგრელოს გუბერნატორის პოსტიდან ლევან შონიას წასვლის შემდეგ აქტიურად განიხილება მთავრობის კულუარებში, თუ ვინ გახდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ახალი გუბერნატორი. SMO NEWS-სთვის ცნობილი ხდება ორი კანდიდატურა, რომლებიც აქტიურად განიხილება აღნიშნულ პოსტზე.

დილიდან აღნიშნულ თანამდებობაზე მოიაზრებდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნოკოლოზ გაგუას, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა კიდევ ერთი ახალი კანდიდატი, რომელსაც მაღალ ეშელონებში უფრო რეალურად მიიჩნევენ.

SMO NEWS-ის სამთავრობო წყაროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორად მოქმედი პრემიერის გუნდის წევრი ვასილ ხორავა ინიშნება, რომელიც თბილისის მერიასთან არსებული კომპანია “სინათლის ქალაქის” შეფი იყო, ხოლო მოგვიანებით რკინიგზის დეპარტამენტში “ინფრასტრუქტურის” ფილიალის დირექტორად დაინიშნა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარები არ კეთდება, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი გუბერნატორები მიმდინარე კვირას დაინიშნებიან.

ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით არაფერი იციან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.