Winston-ის ბიზნესიდან ისევ პოლიტიკაში:- ჯგუშიას უკან არავინ დგას საკუთარი ლანდის გარდა

0

Снимок1ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, “აღორძინებისა” და “მოქალაქეთა კავშირის” ფავორიტი თენგიზ ჯგუშია, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური სივრციდან გაუჩინარების შემდეგ ახალ დასაყრდენს მუდმივად ეძებდა. პოლიტიკური პალიტრა ჯგუშიასთვის სამუდამოდ დაიხურა და შევარდნაძესთან ერთად ავანსცენიდან ისიც გაუჩინარდა.

სად იყო და სად არა თენგიზ ჯგუშიამ მისგან ერთ დროს განაწყენებული ბიზნესმენი კობა ნაყოფია გამონახა, შვილიც მოანათლინა და ჩვეული ხრიკებით ნაყოფიას ძველი ნაწყენობაც უკან მოატოვებინა. შეგახსენებთ, რომ თენგიზ ჯგუშია ბიზნესმენ კობა ნაყოფიას პარლამენტარობას ჰპირდებოდა. smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით გარიგების სანაცვლოდ მან ნაყოფიას 50.000 დოლარიც დასტყუა.

პოლიტიკური ავანსცენიდან წასულმა ჯგუშიამ ნაყოფიას დახმარებით შ.პ.ს “კვარციტში” დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა იქიდან მალევე გამოისტუმრეს. მიზეზად ჯგუშიასადმი უნდობლობა დასახელდა.  ამის შემდეგ კი ის სიგარეტ “ვინსტონის” ბიზნესში ჩაერთო და ფაქტიურად ერთ უბრალო დისტრიბუტორად ითვლებოდა, რაშიც ხელს ისევ და ისევ მისი ნათესავი კობა ნაყოფია უწყობდა.ნაყოფიამ ნათლულის მამას რეკომენდაცია გაუწია ებრაელ ბიზნესმენთან, რომელის ლობირებს “ვინსტონის” ბიზნესს. თენგიზ ჯგუშია სათავეში უდგას სამეგრელოში აღნიშნული სიგარეტის ბიზნესს და გარდა სვანეთისა მთლიან რეგიონს ის ამარაგებს. მისი გასამჯელო თვეში დაახლოებით 4.000 ლარს შეადგენს. მას ამ საქმეში ჩართული ჰყავს პარალელურად თენგიზ ჯგუშია ცდილობდა ისევ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილიყო, თუმცა მისმა ყველა მცდელობამ ფიასკო განიცადა.

თენგიზ ჯგუშიას ბოლო მცდელობა დიდ პოლიტიკაში მოსულიყო მაშინ ჩაესვენა, როდესაც ირაკლი ალასანიასა და რესპუბლიკელების ალიანსში გაწევრიანებაზეც მტკიცე უარი ეთქვა. განმეორებით მან საკუთარი კანდიდატურა და პირადი რესურსი ირაკლი ალასანიას გუნდს 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შესთავაზა. აქაც უარი ეთქვა, რაც მისი გაბრაზების დიდი მიზეზი გახდა.

თენგიზ ჯგუშიამ სწორედ ამის შემდეგ “გაშალა” სამეგრელოში პოლიტიკური მოღვაწეობა. მან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმა” შექმნა, რომლის დამფინანსებლადაც ისევ და ისევ ბიზნესმენი კობა ნაყოფია მოიაზრება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით ნაყოფიასთან ერთად რეინკარნირებული “პოლიტიკოსის” ახალ მოძრაობას TBC-ჯგუფიც აფინანსებს. სახელდებიან TBC ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და TBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძეც. თენგიზ ჯგუშიას მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად სახელდება ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფონდი, რომელმაც არასამთავრობოების განვითარებისთვის მილიონი ლარი გამოყო.

თავად თენგიზ ჯგუშია მედიასაშუალებებთან არ ასახელებს წყაროს თუ საიდან და რა გზებით ფინანსდება მისი ორგანიზაცია და აცხადებს, რომ მოკრძალებული ოფისი აქვთ და თანამშრომლებიც უხელფასოდ ჰყავს აყვანილი. smo.ge-ს წყაროს ცნობით ჯგუშია საოფისე ფართში, რომელიც ზუგდიდში, რუსთაველიის ქუჩაზე მდებარეობს, თვეში 1000 ლარს იხდის. მას მთლიანად აქვს დათმობილი საცხოვრებელი სახლის მეორე სართული. არასამთავრობო ორგანიზციაშიო აყვანილ რამდენიმე თანამშრომელს კი 500 ლარიან ხელფასებს დაჰპირდა. თენგიზ ჯგუშიას ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია აღჭურვილია საოფისე ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკით.

ვინ უმაგრებს ზურგს თენგიზ ჯგუშიას?

smo.ge-ს წყარო:

“თენგიზ ჯგუშიას ჩვევა ყოველთვის იყო იმის იმიტირება, რომ თითქოს მას ყოველთვის ვიღაც დიდი ადამიანი უმაგრებს ზურგს. ეს მას ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. მერწმუნეთ, რომ თენგიზ ჯგუშიას უკან არავინ დგას საკუთარი ლანდის გარდა. ყველაფერი მისი მოგონილია, თითქოს ის სამეგრელოში მისი ძველი მეგობრების ზაქარია ქუცნაშვილის ან თუნდაც დავით საგანელიძის ხელდასმულია. ეს არის აბსურდი და ამას ამბობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის წარმოსაჩენად. ატყუებს იმას, ვინც ადვილად ტყუვდება. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჯგუშიას უკან არავინ არ დგას გარდა “ნაციონალებისა”. “ნაციონალებთან” იგივდებიან ის ბიზნესმენები, ვისთანაც ჯგუშიას აქვს ახლო და მჭიდრო ურთიერთობა. ისინი თავისთავად იყენებენ ჯგუშიას იმ მოტივით, რომ იქნებ ხელში ჩაიგდონ  ისევ სამეგრელოს რეგიონი. აყვირებენ, აწივლებენ და ამ გზით ხმაურს იწვევენ. ეს კი მათთვის ამ ეტაპზე კარგი საქმის დასაწყისია”-ამბობს წყარო.

 

სხვა ახალი ამბები: