WORAKLS-მა GEM FEST-ზე ვიზიტი ავიაკომპანიის შეფერხებების გამო გააუქმა

0

ცნობილი დიჯეი WORAKLS, რომელსაც დღეს GEM FEST-ზე ღამის 2 საათზე უნდა დაეკრა ავიაკომპანიის შეფერხებების გამო თავისი ვიზიტი ანაკლიაში გააუქმა. ამის შესახებ შემსრულებელმა სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ წუხელ დაწერა.

“ჩემი ვიზიტი ავიაკომპანიის შეფერხებების გამო გადაიდო. იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში შევხვდებით. ის ბილეთები კი, რომელიც ჩემს კონცერტზე დასასწრებად უკვე შეძენილი გქონდათ, სხვა დროს გამოიოყენებთ. ბოდიშს გიხდით და დიდი სიყვარულით ისევ თქვენთან ვარ”-ასეთი სახის სტატუსი გამოაქვეყნა WORAKLS-მა.

GEM FEST-ის LINE UP-ზე WORAKLS-ს დღეს სხვა დიჯეები ჩაანაცვლებენ.

სხვა ახალი ამბები: