ზაალ გოროზიას მეუღლე, ოლგა ჩურკანოვა პოლიციაში დაიბარეს – რა მოხდა მარტვილში?

0

“ნაციონალური მოძრაობის”  აბაშა-მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაალ გოროზიას მეუღლე  ოლგა ჩურკანოვა, რომელიც  მარტვილის #65-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრია, მის  კოლეგებს, ელგა ცანავასა და ნინო დანელიას ერთ-ერთ უბანზე თავს დაესხა და საარჩევნო კომისიაში დასანიშნ პირთა სიები წაართვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩურკანოვა კოლეგებს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტის დროს ოლგა ჩურკანოვა სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ელგა ცანავა, ნინო დანელია და მარტვილში მომხდარი ინციდენტის კიდევ ერთი თვითმხილველი ლიკა გაგუა მარტვილის პოლიციაში დაკითხეს. ოლგა ჩურკანოვა პოლიციაში ხვალ არის დაბარებული.

სხვა ახალი ამბები: